Converse პოპულარული ბრენდია, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ყავს მთელს მსოფლიოში. მასიური მოთხოვნის გამო ხშირია მისი ფალსიფიცირება როგორც ჩინეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ფალსიფიცირებული პროდუქცია არამხოლოდ ბაზრობებზე, არამედ ინტერნეტ ვებ-გვერდებზეც იყიდება. საერთაშორისო და ქართულ საიტებზეც.
მაშ, როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული კონვერსი? გთავაზობთ რამდენიმე შესაძლო მეთოდს, რითაც შეიძლება დაგეხმაროთ.

ლოგო - სავაჭრო ნიშანი
2008 წლის შემდეგ წარმოებულ კონვერსს ლოგოზე ვარსკვლავის ქვეშ აღარაქვს სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის სიმბოლო ® როგორც ქუსლზე, ისევე კოჭზე.
ბრენდის ლოგოტიპი არ უნდა იყოს საღებავით დახატული კედზე, იგი უნდა იყოს დბეჭდილი ან დაკრული.
წრეწირის დიამეტრი ძირითადად არ აღემატება 4,5 სანტიმეტრს.
2013 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონიდან კონვერსმა ზოგიერთი ლოგოტიპი შეცვალა და კედები ახალი ლოგოებით იწარმოება.
ვიზუალი
ფალსიფიცირებული კონვერსის ცხვირი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ორიგინალის. ამის შემჩნევა ვიზუალურად ძალიან მარტივია.
ფალსიფიცირებულ კონვერსის კედებს ხშირად Made in USA აწერია ლოგოტიპზე თუმცა კონვერსი 80-იანი წლების დასაწყისიდან აღარ იწარმოება ამერიკაში და არც ლოგოტიპზე აწერია მწარმოებელი ქვეყანა.
ორიგინალ კონვერსს ნაკერი გასდევს თასმის გასაყრელის გასწვრივ.ფალსიფიცირებული კონვერსის ნაკერი ხშირად ერთდება ძირთან. (იხ. სურათი)
ღირებულება
შესაბამისად, პროდუქცია, რომელიც იყიდება 40-50 ლარად, არ შეიძლება იყოს ორიგინალი.
სუნი
ფალიფიცირებული კედები დაბალი ხარისხის, ტოქსიკური და იაფი წებოთი იწარმოება. ამის გამო მას დამახასიათებელი მძაფრი სუნი აქვს.
მასალა
იმისათვის რომ ფალიფიცირებული კედები უფრო იაფი იყოს, მას დაბალი ხარისხის ტილოს ნაჭრისგან ამზადებენ, რაც შესამჩნევად თხელია და ადვილად იხევა. ასევე დაბალი ხარისხის რეზინის გამოყენების გამო, კედის ძირები ბევრად უფრო თხელი და დრეკადია.
ფალსიფიცირებული კედის რეზინის მასალა შედარებით პრიალა და უხეშია, ხოლო ორიგინალის არ პრიალებს, რაც მკვეთრ განსხვავებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

No comments:
Post a Comment